Accentnews.ge
„გაბედეს“ წევრებმა კილაძეს ბიუროსთან მიაკითხეს

„გაბედეს“ წევრებმა კილაძეს ბიუროსთან მიაკითხეს

05/12/2019 12:21:55 სხვა, საზოგადოება

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დეპუტატ სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან შეიკრიბნენ და თან ფულის გამოსახულებიანი შოკოლადის ფილებიც მიიტანეს.

მათი განცხადებით, სურთ შეხვდნენ სოფო კილაძეს, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, თუმცა არაფერს ამბობს, როდესაც მათზე ძალადობენ.

აქციის მონაწილეებს დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი გაესაუბრა და განმარტა, რომ კილაძე პარლამენტში, კომიტეტზეა და მათ დღეს ვერ შეხვდება, თუმცა შეხვედრისთვის მზადაა. 

ამასთან, მისივე თქმით, დეპუტატს „გაბედეს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ორი კვირის წინ ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა მათი წარმომადგენელი შეხვედრაზე არ მივიდა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S