Accentnews.ge
"საქართველო  მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, მე, როგორც პრეზიდენტი, ძალისხმევას არ დავიშურებ"

"საქართველო  მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, მე, როგორც პრეზიდენტი, ძალისხმევას არ დავიშურებ"

13/09/2023 19:14:13 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს".

“პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.

საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას , როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.

ქართველი ერი , რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!”, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ცნობისთვის: ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S