Accentnews.ge
თრუსოს ხეობაში წინაპართა საფლავების მოსანახულებლად რუსეთის მოქალაქეები შემოუშვეს

თრუსოს ხეობაში წინაპართა საფლავების მოსანახულებლად რუსეთის მოქალაქეები შემოუშვეს

14/09/2023 08:19:20 პოლიტიკა

რუსეთის მოქალაქეებმა, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებლებმა საქართველოში, თრუსოს ხეობაში წინაპართა საფლავები და სალოცავი მოინახულეს. ამის შესახებ ТАСС-ს ვლადიკავკაზში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვაგირ მამიევმა აცნობა.

მისივე თქმით, ეს შესაძლებელი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქართული მხარისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესთა სექციის ჩართულობით გამართული ორთვიანი მოლაპარაკებების შედეგად.

"ექვსი ოსური საგვარეულოს 23-მმა წარმომადგენელმა სამშობლოში, თრუსოს ხეობაში ჩაღწევა შეძლო. მათი თხოვნით საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალური ნოგტა დაეგზავნა, გამოვიყენეთ ასევე საქართველოს კომპეტენტურ სახელისუფლებო ორგანოებსა და საპატრიარქოში არსებული პირადი კონტაქტები" - განმარტა მამიევმა.

ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებმა თრუსოს ხეობა პირველად 2021 წლის შემოდგომაზე მოინახულეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადების მიხედვით წერდა. ვებსაიტ „ОсНова-ს" ცნობით, მომლოცველებს ქართული პოლიცია და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ახლდნენ. გასული წლის ივნისში მეორე მოგზაურობა ოსური დღესასწაულის, უაცილის აღნიშვნას დაემთხვა. თუმცა წყალდიდობის და ხიდების ნგრევის გამო, მომლოცველებმა მოგზაურობის გაგრძელება გადაიფიქრეს და დაბრუნდნენ ჩრდილოეთ ოსეთში. მესამე მოგზაურობისას მომლოცველებმა წინაპრების საფლავები უშიშროების ძალების წარმომადგენლების თანხლების გარეშე მოინახულეს, წერს ოსური საინფორმაციო პორტალი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, თრუსოს ხეობის მონახულება ვერ შეძლეს - მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მშობლიურ სოფელში მისასვლელი გადაუკეტა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებდნენ, რომ „ძირძველი ოსური მიწები, ფაქტობრივად, ოკუპირებულია საქართველოს მიერ“. საუბარი იყო, კერძოდ, თრუსოს ხეობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S