Accentnews.ge
წარმომადგენლობათა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის საფუძვლები აღმოაჩინა

წარმომადგენლობათა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის საფუძვლები აღმოაჩინა

05/12/2019 13:04:16 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებში მისი იმპიჩმენტის საფუძვლები აღმოაჩინა,- იუწყება "როიტერი". 


"თეთრი სახლის ლიდერმა პირადი ინტერესები ქვეყნის უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენა",- განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა, "დემოკრატმა" ჯერალდ ნადლერმა. 

მანამდე ამ საკითხზე საკუთარი მოხსენება მოამზადა კონგრესის დაზვერვის კომიტეტმა. დოკუმენტი იმპიჩმენტის შესახებ პირდაპირ რეკომენდაციებს არ მოიცავს, თუმცა კომიტეტის წევრები აღიარებენ ტრამპის ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე, რაც მისი ტრამპის პოლიტიკური ოპონენტის ჯო ბაიდენის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე მიწვეულები იყვნენ კონსტიტუციონალისტები, რომლებმაც ასევე დაადასტურეს, რომ ტრამპის ქმედებები იმპიჩმენტის საფუძვლებს შეიცავს. 

მოსალოდნელია, რომ იურიდიული კომიტეტი პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს წარმომადგენელთა მთელი პალატის კენჭისყრაზე გაიტანს, რომელშიც ხმათა უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ. თუმცა იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს სენატმაც, რომელსაც "რესპუბლიკელები" აკონტროლებენ. 

"დემოკრატებმა" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა სექტემბერში დაიწყეს. ამის საფუძველი გახდა 25 ივლისს დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპი ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S