Accentnews.ge
ვარჰეი: საქართველოს მთავრობამ 12–დან სამი პრიორიტეტი შეასრულა

ვარჰეი: საქართველოს მთავრობამ 12–დან სამი პრიორიტეტი შეასრულა

14/09/2023 07:19:24 პოლიტიკა

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველომ ბრიუსელიდან გასულ წელს მიღებული 12 რეკომენდაციიდან ამ ეტაპზე მხოლოდ სამი შეასრულა.

მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულების შეფასების ანგარიშის წარდგენის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყოველი წუთი.

ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა რეკომენდაციებს და ხალხის სურვილებს შეასრულებს.

„ნათელია, როგორია პირობები, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ნათლად დასახა პირობები. იმედი მაქვს, საქართველო მათ შეასრულებს, რათა საქართველოსაც პოზიტიური შეთავაზება გავუკეთოთ. მთავრობამ თორმეტიდან სამი პრიორიტეტი შეასრულა. ახლა ყველა წუთი მნიშვნელოვანია, რადგან უკვე ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ ანგარიში. ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატობა. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა პირობებს შეასრულებს და შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ“, – თქვა ვარჰეიმ.

მსგავსი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა ჟოზეფ ბორელმაც. მისი თქმითაც, ამ ეტაპზე მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული და პროგრესი ევროკავშირის წევრობის გზაზე დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S