Accentnews.ge
პაველ ჰერჩინსკი - ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: მან ფაქტები აღწერა

პაველ ჰერჩინსკი - ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: მან ფაქტები აღწერა

14/09/2023 07:59:38 პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინა- მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ფაქტები აღწერა.

„ურსულა ფონ დერ ლაიენმა ძალიან მკაფიოდ აღწერა ფაქტები. მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერა ევროინტეგრაციისადმი. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შიდა მზადებაზე. ჩვენ, ევროკავშირი, უნდა ვიყოთ მზად მომავალი გაფართოებისთვის. ასე რომ, ზეწოლა არა მხოლოდ იმ ქვეყნებზეა, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რათა საკუთარი თავის რეფორმირება მოახდინონ, არამედ ზეწოლა ხდება ჩვენზეც, ევროკავშირის ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ კარგად ვართ მომზადებული და მაშინ მომავალი გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება. როგორც ყველამ იცით უკრაინას, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ამ მომენტისთვის აქვს ევროპული პერსპექტივა და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად წავა წინ. ჩვენ ყველანი ველოდებით გაფართოების ანგარიშებს მომავალ თვეში და ევროკავშირის 27 ლიდერების გადაწყვეტილებას დეკემბერში“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ჰერჩინსკიმ.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება არის ფაქტების კონსტანტაცია.

„მე ძალიან მკაფიოდ წავიკითხე განცხადება, როგორც ფაქტების კონსტანტაცია და ფაქტები დღეს არის ძალიან მკაფიო – უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ამჟამად აქვს ევროპული პერსპექტივა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ევროკომისია გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს, რაც ნიშნავს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ამ ანგარიშზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. ჩვენ ველოდებით, რომ ანგარიში გამოქვეყნდება ზუსტად ერთ თვეში, შემდეგ 27 ლიდერი შეიკრიბება, განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას დახურულ კარს მიღმა. გთხოვთ, ნუ მაიძულებთ სპეკულაციას. მე შემიძლია საუკეთესო ვუსურვო საქართველოს, თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილება არის 27 წევრი სახელმწიფოს ხელში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, ოთხი კვირა ანგარიშის გამოქვეყნებამდე და სამი თვე ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ის, რასაც ველოდებით საქართველოსგან, არის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით სიჩქარის გაზრდა და რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: 13 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S