Accentnews.ge
ახალგორის რაიონიდან სამკურნალოდ ონკოავადმყოფი გადმოუშვეს

ახალგორის რაიონიდან სამკურნალოდ ონკოავადმყოფი გადმოუშვეს

05/12/2019 15:27:56 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დღეს ახალგორის ოკუპირებული რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ონკოავადმყოფი გადმოუშვეს. 

მისივე ცნობით, 1940 წელს დაბადებული ივლია ქიბილოვა გეგმიურ მკურნალობას საჭიროებდა საქართველოს ერთ–ერთ კლინიკაში, რომელშიც იგი აღრიცხვაზეა აყვანილი.

ცნობისთვის: ოსურმა მხარემ დე ფაქტო საზღვარი მძიმე პაციენტებისა და პენსიონერებისთვის გახსნილად გამოაცხადა. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს 2 დეკემბრის სხდომაზე მიღებული ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ოსური მხარე  ახალგორის ოკუპირებული რაიონის მიმართვას ასახელებს. 

გარდა ამისა, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აზუსტებს, რომ ახალგორელ პენსიონერებს ორ თვეში ერთხელ პენსიის მისაღებად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოუშვებენ, თუმცა ეს გავრცელდება ე.წ. ოსური და რუსული მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც საპენსიო თანხას საქართველოში იღებენ მანამ, სანამ მათ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპენსიო ფონდში აღრიცხვაზე არ აიყვანენ“.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს ჩაკეტა. ეს იყო ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს გახსნაზე.

ოქტომბრის ბოლოს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს ახალგორის რაიონის მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელსაც სავარაუდოდ, ინსულტის გამო სჭირდებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ოჯახს პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მარგო მარტიაშვილი 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.

დაახლოებით ერთ კვირაში ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამარ გიგაურმა ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო და ოჯახის თხოვნის მიუხედავად, ე.წ. საზღვარზე არც ის გადმოატარეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S