Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: ოთარ ფარცხალაძე კერძო პირია, მას  სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს

შალვა პაპუაშვილი: ოთარ ფარცხალაძე კერძო პირია, მას  სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს

15/09/2023 05:31:29 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ–ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ფარცხალაძე კერძო პირია და მას სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ აქვს.

"ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რაც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან", – განაცხადა მან.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან:

„შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, რაშია საქმე. ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული. ამ კონტექსტშია, როგორც ჩანს, ეს სანქცია. ამიტომ ამ საკითხს შეისწავლის ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S