Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის ვალი შემცირებულია, 2 წლის წინ ის  60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-თან მიმართებით, ახლა კი თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის ვალი შემცირებულია, 2 წლის წინ ის  60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-თან მიმართებით, ახლა კი თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული

15/09/2023 07:54:23 პოლიტიკა

მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა შევახსენო ყველას, 2 წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-თან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, "თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი".

„ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის, რა თქმა უნდა, შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S