არახამია – ფარცხალაძის დასანქცირებაზე: "გაგრძელება იქნება!"
15/09/2023 07:57:45 პოლიტიკა
უკრაინის პარლამენტის მმართველი ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია აშშ–ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების ფაქტს ეხმიანება.
"საქართველოს მთავრობას ვაფრთხილებდით. გაგრძელება იქნება!", – წერს არახამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.


