Accentnews.ge
"ეს ახალი დროის გარიჟრაჟია" –  კიევში ჰააგის საველე ოფისმა დაიწყო ფუნქციონირება

"ეს ახალი დროის გარიჟრაჟია" –  კიევში ჰააგის საველე ოფისმა დაიწყო ფუნქციონირება

15/09/2023 09:19:20 მსოფლიო

კიევში ფუნქციონირება დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საველე ოფისმა,– იუწყება უკრაინის გენერალური პროკურატურა.

„ეს ჩვენი თანამშრომლობის ახალი თავია. ოფისის მუშაობა ხელს შეუწყობს უკრაინასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის ურთიერთქმედების გაძლიერებას. ეს გაზრდის ეფექტურობას და რეაგირების სიჩქარეს იმ დანაშაულებზე, რომლებსაც რუსეთი ყოველდღიურად სჩადის უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. “-განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.

როგორც იუწყებიან, კიევის ოფისი ICC-ის უდიდესი წარმომადგენლობაა ჰააგის ფარგლებს გარეთ.

„კანონი უნდა იყოს მოწინავე პოზიციაზე და ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვხედავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და უკრაინის პარტნიორობის საკითხებში, პარტნიორობის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, გაეროს სხვა წევრ ქვეყნებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო მონაწილეებთან, ეს მხოლოდ ნაპერწკალი არ არის. ეს არის ახალი დროის გარიჟრაჟი, რომელშიც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ და ვაჩვენებთ კიდეც, გამძლეობა და დაჟინება, რათა ჩვენი სიტყვები ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს. მათ გრძნობენ მსხვერპლები როგორც უკრაინაში, სადაც ახლა ყოფნის პატივი მაქვს, ასევე მთელ მსოფლიოში“, - ხაზგასმით აღნიშნა ICC-ის მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ჰააგასა და უკრაინის ყველა ძალოვან უწყებას შორის ხელს შეუწყობს ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S