Accentnews.ge
კიმ ჩენ ინმა რუსეთში ვიზიტი საავიაციო ქარხნის მონახულებით დაასრულა

კიმ ჩენ ინმა რუსეთში ვიზიტი საავიაციო ქარხნის მონახულებით დაასრულა

15/09/2023 10:36:12 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთში ვიზიტი საავიაციო ქარხნის მონახულებით დაასრულა.

"კიმ ჩენ ინი ეწვია გაგარინის სახელობის საავიაციო ქარხანას კომსომოლსკ-ნა-ამურეში, სადაც იწარმოება Su-35 და Su-57 გამანადგურებლები. გარდა ამისა, კორეის ლიდერი გაეცნო SJ-100 სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოებას საწარმო „იაკოვლევში“, – აცხადებს ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი მიხაილ დეგტიარევი.

კომსომოლსკ-ნა-ამურედან კიმ ჩენ ინი დაჯავშნილი მატარებლით გაემგზავრა ფხენიანში.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში 13 სექტემბერს ჩავიდა. იგი, ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ესტუმრა კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“, სადაც კოსმოსური მზიდი რაკეტების გამშვებ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ფხენიანს სურს ურთიერთობების განვითარება, რადგან ის ყოველთვის მხარს უჭერდა „პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა რომ რუსეთი უარს იტყვის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებზე. მისი თქმით, სანქციები „სრულიად განსხვავებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იქნა მიღებული“. მოლაპარაკების დახურულ ნაწილში მონაწილეობა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმაც მიიღო.

მოსკოვი და ფხენიანი სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე რუსეთისთვის, რათა ისინი უკრაინაში მიმდინარე ომში იქნეს გამოყენებული. საბრძოლო მასალის სანაცვლოდ მოსკოვს შეუძლია ფხენიანს შესთავაზოს მარცვლეული, ნავთობი, სამხედრო ტექნიკა და უცხოური ვალუტა. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ჩრდილოკორეელი შრომითი მიგრანტები და ისინი ოკუპირებული დონბასის აღსადგენად გაგზავნონ.

აშშ–მა ჩრდილოეთ კორეა არაერთხელ გააფრთხილა მოსალოდნელი დამატებითი სანქციების შესახებ, თუ ფხენიანი რუსეთს იარაღს მიაწვდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S