რუსეთის პრემიერმა "როსავიაციის" ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
15/09/2023 12:19:09 მსოფლიო
რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა რუსეთის ფედერალური საავიაციო სააგენტოს, Росавиациа-ის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ნერდაკო თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობა Telegram-ზე ავრცელებს.
მისი ცნობით, ნერდაკოს მისი მოადგილე, დმიტრი იარდოვი ჩაანაცვლებს.
უწყება არ განმარტავს, რა გახდა ამ ცვლილების ოფიციალური მიზეზი.


