Accentnews.ge
ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ქვეყნაში შესვლა აკრძალა

ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ქვეყნაში შესვლა აკრძალა

15/09/2023 13:01:50 მსოფლიო

ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ქვეყნაში შესვლა აკრძალა. შეზღუდვა ძალაში 16 სექტემბრიდან შევა. ხოლო იმ მანქანებმა, რომლებიც უკვე იმყოფებიან ფინეთში, ქვეყნის ტერიტორია ნახევარი წლის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ფინეთმა გადახედა ევროკავშირის რეკომენდაციების ინტერპრეტაციას რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მანქანების იმპორტის შესახებ.

"წესებიდან იქნება გამონაკლისები. შესვლის აკრძალვა არ ვრცელდება ევროკავშირის მოქალაქეებზე და მათ უახლოეს წრეზე, დიპლომატიური მისიების თანამშრომლებზე ან ჰუმანიტარული მიზეზების გამო ფინეთში მოგზაურებზე", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.

მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს. ვილნიუსმა გამონაკლისი დაუშვა კალინინგრადში ან იქიდან მომავალი მანქანებისთვის.

ევროკომისიის რეკომენდაციების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსული ნომრით კერძო მანქანების ევროკავშირში შეშვება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S