
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს
05/12/2019 17:11:40 სხვა, საზოგადოება
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საკუთარი ონლაინ–გამოცემის დაფუძნებას აპირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
"ვაპირებთ, შევქმნათ საინფორმაციო წყარო. საზოგადოებას დავეხმაროთ, მივაწოდოთ სიმართლე და გადავფაროთ ნიაღვარი სიცრუის, რომელიც მოდის საპატრიარქოდან. ვამხილოთ ცრუ ქრისტიანობა და ვიქადაგოთ ქრისტიანობა", — ამბობს ცაავა "ფორმულასთან" საუბრისას.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალ პლატფორმაზე ვიდეოები განთავსდება და ამაში მეუფე პეტრეს ეპარქიიდან წამოსული სასულიერო პირები დაეხმარებიან, მათ შორის იღუმენია თამარ გამყრელიძე.