Accentnews.ge
ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს

ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს

15/09/2023 13:51:56 რეგიონები, რეკლამა

16 სექტემბერს ქალაქ ფოთში ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელი გამორჩეულად აღინიშნება.

ფოთის მერიის ცნობით, ნიკოს ქალაქში, დღის მთავარი მოვლენაა საიუბილეო გალა-კონცერტი.

20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე გაიმართება გრანდიოზული მუსიკალური საღამო ქართული კლასიკური მუსიკისა და ესტრადის წარმომადგენელთა ვარსკვლავური შემადგენლობით.

დღესასწაულის მთავარი სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე. ფოთელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ჯგუფი ,,თეატრალურის კვარტეტი’’; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; ეკა მამალაძე; ნატალია ქუთათელაძე. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საჩვენებელი სპორტული გამოსვლები; საიუბილეო მხატვრული გამოფენები ; ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კლასიკური მუსიკის კონცერტი; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მარათონი გიორგი ნიკოლაძის თასზე ;ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატთა დაჯილდოება; ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია.

გიწვევთ დღესასწაულზე ნიკოს ქალაქში! #ნიკონიკოლაძე180

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S