კალაძე: ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევა, სხვას გადაუხდია
15/09/2023 14:22:04 პოლიტიკა
თბილისის მერი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ სამთავრობო ბორტით პირადი მიზნებისთვის მასაც უსარგებლია.
"არ მახსოვს ზუსტად, თუმცა ძალიან ხშირად მისარგებლია, არამახოლოდ სამთავრობო... ძალიან ბევრჯერ ყოფილა, თუმცა არა სახელმწიფო [ხარჯებით]... დეკლარაციაში არის ყველა ხარჯი. ეს იყო პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი. ყველაფერი არის დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით. ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევა, სხვას გადაუხდია და უბრალოდ გავყოლივარ. ყველაფერი არის შესაბამის უწყებაში და მოგაწვდით თუ ამის ინტერესი გექნებათ", - თქვა კახა კალაძემ "TV პირველთან".


