15 სექტემბრის მდგომარეობით, რუსულ აგრესიას უკრაინაში 504 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1 123-ზე მეტი
15/09/2023 15:33:17 მსოფლიო
15 სექტემბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 504 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 123-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
- დონეცკის რეგიონში - 487,
- ხარკოვის ოლქში - 300,
- კიევის ოლქში - 129,
- ჩერნიგოვის ოლქში - 71,
- ლუგანსკის ოლქში - 67,
- ნიკოლაევის ოლქში - 97,
- ხერსონის ოლქში - 124,
- ზაპოროჟიეს ოლქში - 99,
- დნეპროპეტროვსკის ოლქი - 97,
- ლუგანსკის ოლქში - 67.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.


