Accentnews.ge
მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოს ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოართვეს

მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოს ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოართვეს

15/09/2023 16:10:22 მსოფლიო

მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოს ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოართვეს. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოაწერა ხელი.

როგორც იუწყებიან, მოქალაქეობის კომისიამ გაუწია რეკომენდაცია დრობიაზკოსთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას იმის გამო, რომ მან საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის მიმართ და მონაწილეობა მიიღო ტატიანა ნავკას (პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მეუღლის) ყინულის შოუში.

დრობიაზკო დაიბადა მოსკოვში, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაწყვიტა, წარმოედგინა ლიეტუვა პოვილას ვანაგასთან ერთად. ისინი 2000 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი არიან. ლიეტუვის მოქალაქეობა მოციგურავეს განსაკუთრებული წესით 1993 წელს მიენიჭა. მარტში ლიეტუვის სეიმამ მიიღო ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქალაქეობის ჩამორთმევის საშუალებას იძლევა.

დრობიაზკომ ადრე განაცხადა, რომ არ ერევა პოლიტიკაში, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი არ დაუგმია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S