Accentnews.ge
დაზვერვა: კადიროვი მძიმე მდგომარეობაშია

დაზვერვა: კადიროვი მძიმე მდგომარეობაშია

15/09/2023 18:05:16 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. საუბარი არ არის ჭრილობაზე,– ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კადიროვი რამდენიმე დღეა, კომაშია.

იუსოვმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ კომაზე საუბარი არ არის.

"რამზან კადიროვი ახლა მძიმე მდგომარეობაშია. ეს არ არის ჭრილობა", - განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.

მანამდე Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. მან ბოლო დროს წონაში საგრძნობლად მოიმატა, ძალიან შეშუპებული ჩანს, ვიდეოებში კი ხშირად თვალებს ვერ ახელს. ითვლება, რომ კადიროვს თირკმელების სერიოზული პრობლემები აქვს– ამბობს იჩკერიის ემიგრაციაში მყოფი ყოფილი ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი.

არსებული ცნობებით, კადიროვმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩეჩნეთში ჩაიყვანა ექიმი , რადგან მოსკოველ მედიკოსებს არ ენდობა. დოქტორი იასინ იბრაჰიმ მ. ელ-შაჰატი, აბუ დაბის ბურჯელის საავადმყოფოს თირკმელების განყოფილების ხელმძღვანელი გაფრინდა გროზნოში კადიროვის სამკურნალოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S