
ინდოეთში ქალის გაუპატიურებასა და დაწვაში ბრალდებულები მოკლეს
06/12/2019 06:48:07 სხვა, მსოფლიო
ინდოეთის პოლიციამ ოთხი მამაკაცი მოკლა, რომლებიც ახალგაზრდა ვეტერინარის გაუპატიურებისთვის იყვნენ დაკავებული. პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცები გაქცევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი მისამართით ცეცხლი გახსნა,- იუწყბა „ალ ჯაზირა“
მედია საეჭვოდ მიიჩნევს პოლიციის ახსნა-განმარტებებს. მათთვის გაუგებარია, რატომ იყვნენ ერთ საქმეზე დაკავებული ადამიანები მოთავსებულნი ერთ საკანში.
ახალგაზრდა ქალი 28 ნოემბერს ჰიდერაბადის მახლობლად გააუპატიურეს და შემდეგ დაწვეს. ფაქტმა ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. მომიტინგეები დაკავებულების ლინჩის წესით დასჯას ითხოვდნენ.