მამულაშვილი – სუს–ზე: ეს შესაძლოა, უკრაინაში მებრძოლი ქართველების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა იყოს

18-09-2023 12:40:35 პოლიტიკა ,საზოგადოება

უკრაინის მხარეს მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი თვლის, რომ მისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაჟღერებულ "საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის" გეგმასთან დაკავშირება, "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

"ეს რუსეთის დირექტივაა, რომელიც პირველ რგში, ჩვენს საქმიანობასთან არის დაკავშირებული. "ქართული ლეგიონი" გახლავთ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან "შემაწუხებელი" ფაქტორია – ბევრი რუსი კვდება "ქართული ლეგიონის" მებრძოლების ხელით",– თქვა მამულაშვილმა და დასძინა, "არ მინდა, ეს ყველაფერი იყოს განზრახული და მიმართული ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოდიან [საქართველოში] საკუთარი ოჯახების მოსანახულებლად".

ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ რუსეთს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ძებნა აქვს გამოცხადებული და ვარაუდობს, რომ "ეს შესაძლოა, იყოს მცდელობა ამ ადამიანების რუსეთისთვის გადაცემის".

"ეს რუსული ხელწერაა. გააქტურად საქართველოს რუსული ხელისუფლება და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიცაიას ცდილობს",– ასკვნის მამულაშვილი.

18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გარკვეული ჯგუფი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას გეგმავს.

როგორც სუს–ში აცახდებენ, "აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი მუხლით აღიძრა საქმე ბილო წლების განმავლობაში – 2014, 2015, 2016, 2019 წლებში, თუმცა საზოგადოებას გამოძიების შედეგები არ უნახავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები