Accentnews.ge
კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძის სანქცირების თაობაზე აშშ-სგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს

კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძის სანქცირების თაობაზე აშშ-სგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს

18/09/2023 09:23:57 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების მიზეზებთან დაკავშირებით აშშ-სგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს.

„პირველ რიგში, ალბათ, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, უფრო მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქეზე ამბობენ, რომ სანქცირებულია და კონკრეტულ ბრალდებაზეა საუბარი, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ [სუს-მა] შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევაში, როდესაც ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ ვერაფერი გაიგო - რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები და უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს გაჟღერებული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც, უწყების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

"ალექსანდრ ონიშჩენკომ, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია და უშიშროების ფედერალური სამსახურმა გამოიყენეს ფარცხალაძე ერთგვარ ბერკეტად, საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზეგავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირიდან "ეფესბესთან", – ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S