Accentnews.ge
არჩილ თალაკვაძე: ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა

არჩილ თალაკვაძე: ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა

18/09/2023 14:13:49 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ის ადამიანი არაა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა.

„სანქციების ამ რაუნდში 200-ზე მეტ ადამიანზე გამოსცა აშშ-ის მთავრობამ გადაწყვეტილება და ამ 200 ადამიანში შედიან მთელი მსოფლიოდან პირები, რომლებიც ბიზნესს, მედიას თუ სხვა სექტორს წარმოადგენენ. ამავე დოკუმენტში არის იმ კომპანიების სიაც, რომელთაც მოეხსნათ სანქციები. არის ომი უკრაინაში, ძალიან დიდია ინფორმაციის ნაკადები, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სხვადასხვა აქტორებს მიაქვთ და აგზავნიან აშშ-ში ინფორმაციებს, რაზე დაყრდნობითაც ერთ შემთხვევაში გამოიცემა სანქციები, მაგრამ გვაქვს მაგალითები, როცა ადამიანებს ეხსნებათ სანქციები. გახსოვთ, რომ აბრამოვიჩიც იყო სანქციების ქვეშ. საზოგადოებას მინდა, შევახსენო საქართველოში სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეამოწმეს ფისკალური, საბაჟო და სხვა სისტემები და თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძლიერი სისტემა და ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს სანქციების მოთხოვნებს. თუ ვინმე საქართველოს გამოყენებით არღვევდა სანქციების რეჟიმს, ამაზე მსჯელობა საზოგადოებისთვის მიმინდვია", – განაცხადა მან.

მისი თქმით, დეტალებს სავარაუდოდ, ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ:

"ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ დეტალებს. რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, იმ ინფორმაციით, რაც 10 წლის წინ სახელმწიფო სექტორში მისი მუშაობის დროს ჩემთვის ცნობილი იყო და საჯარო წყაროებით ჩემთვის ცნობილია, ფარცხალაძე არ არის, ჩემი აზრით, ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას ძირს გამოუთხრის. ჩემი მოსაზრება ასეთია, პირველ რიგში ალბათ, ადვოკატებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია, რას ეფუძნებოდა ეს სანქციები".

ცნობისთვის: აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც, უწყების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S