ზურაბიშვილი: უბედურებაა, რომ გენპროკურორი აგენტი ყოფილა, აქაა გამოძიება ჩასატარებელი
18/09/2023 14:55:38 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.
"ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი "ეფესბეს" თუ "კაგებეს" (ერთი და იგივეა) აგენტი ყოფილა. კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, როცს ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომლებიც ამას დღეს უნდა იძიებდნენ. პასუხისმგებლობა მათზეა. მე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით. ეს არა თხოვნა, არამედ მოთხოვდაა!",– თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, მოქალაქეობასთან დაკავშირებით "სრების გადატანა არ გამოვა":
"მოქალაქეობაზე იყო აქცენტები. ჩვენთან ამის შესახებ ინფორმაცია არ მოსულა. ისრებს გადატანა არ გამოვა. ნათელია, სად არის პასუხისმგებლობა",– თქვა ზურაბიშვილმა.
როგორც ცნობილია, ფარცხალაძემ 2022 წელს მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. საქართველოს კანონმდებლობით კი, სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველი ხდება. ეს კანონი ამოქმედდა მრავალი პირის შემთხვევაში, მათ შორის, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ არაფერია ცნობილი, ამუშავდა თუ არა ფარცხალაძესთან მიმართებით.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება, დროულად, გაგვცენ კითხვებზე პაუები:
"მონაცემები, მტკიცებულებები არსებობს. არავინ არ სთხოვს ამერიკას, რომ კიდევ მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ. აქ არის გამოძიება ჩასატარებელი, აქ არის ყველაფერი გასაკეთებელი, რომ სახე და რეპუტაცია საერთოდ არ დაკარგონ მათ, ვინც პასუხისმგებლელია ამაზე".
ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართულბა ბანკებმა ყოფილ მთავარ პროკურორს ანგარიშები გაუყინა სანქციების გამო.


