Accentnews.ge
ბოტკოველი: სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში გადახდილი 20 მლნ გაფლანგული და მოპარულია

ბოტკოველი: სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში გადახდილი 20 მლნ გაფლანგული და მოპარულია

18/09/2023 15:14:31 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ 17 სექტემბერს კახეთში მოსულმა სეტყვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში გადახდილი ფული “გაფლანგული და მოპარულია”.

„ის, რაც გუშინ საღამოს კახეთში მოხდა, ეს არ არის სტიქია, ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ქალაქ ყვარელს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ასეულობით ოჯახსა და მაცხოვრებელს. 100%-ით განადგურებულია როგორც მოსავალი, ისე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. გუშინდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 20 მილიონი ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში, არის გაფლანგული და მოპარული. ყოველდღიურად აღნიშნული უწყებისა და აღნიშნული დანადგარების შენახვა არის წყალში გადაყრილი ფული“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ბოტკოველის თქმით, ენმ კვლავ გამოდის ინიციატივით, რომ ყველას, ვისაც უხვმა ნალექმა გაუნადგურა მოსავალი, სასწრაფოდ აუნაზღაურდეს ის თანხა, რომელიც მათ შარშანდელ წელთან შედარებით იგივე მოსავლის შემთხვევაში უნდა მიეღოთ:

„ეს არის სრული ტრაგედია, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ, პასუხი უნდა გასცეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა, როცა ვითომ შეიძინა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები და წყალში გადაყარა 20 მილიონი ლარი […] რაც შეეხებათ ამ დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი გააჩნიათ, სასწრაფოდ ვითხოვთ რეაგირებას, იმოქმედოს ხელისუფლებამ და ანაზღაურებულ იქნას ის ზიანი, რომელიც სწორედ ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის და დანაშაულის გამო მიიღო ხალხმა. ის თანხები ვითომ ხელისუფლების მხრიდან რომ იხარჯება გლეხის, მშრომელი კაცის მხარდასაჭერად, ეს არის ჩინოვნიკების, მაღალი თანამდებობის პირების ჯიბეებში ჩალექილი მოპარული თანხები“.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრის „დელტას“ ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი კახეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სეტყვისაგან დაცვა და მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. სისტემა კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ხოლო დასაცავი ტერიტორიის ფართობი 800 000 ჰექტარია. 17 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით „დელტას“ განმარტება არ გაუკეთებია. დაახლოებით 2 კვირის წინ კახეთში მოსული უხვი ნალექის დროს „დელტა“ აცხადებდა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რის გამოც მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის არიდება და შემსუბუქება ვერ მოხერხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S