Accentnews.ge
ზურაბიშვილი: ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში

ზურაბიშვილი: ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში

18/09/2023 15:23:49 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობისა და სახელისუფლებო გონდის ნეტაგიური პოზიციისა, საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტებს განაგრძობს.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლო მომავალში ბალტიის პირეთის ქვეყნებს და პოლონეთს ეწვევა.

"მე ვიქნები თქვენთან, მე ვიქნები ყველგან, სადაც შემიძლია და გავაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში, როგორც უძველესი უძველესი ქვეყანა და ევროპალია... მაგრამ ყველა უნდა გააკეთოს, ის რაც გააკეთოს. ყველაზე დიდი როლი მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული, ის, რაც არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებს უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს და სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს. ვინც ამას ეცდება ის თვითონ დაიკარგება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S