უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანპროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს
18/09/2023 16:58:50 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს. განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ერთ–ერთია. ცნობილია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელს "სამოქმედო გეგმა" წარუდგინა, ხოლო მანამდე დეოლიგარქიზაციის შესახებ მმართველი გუნდის ხედვა კრიტიკას დაექვემდებარა, რადგან ევროკავშირი მოითხოვს სისტემურ მიდგომებს და არა პერსონალიზებულს. რას მოიცავს წარდგენილი გეგმა, უცნობია.
კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრეს. მან გაიხსენა ბორელთან შეხვედრებიც და თქვა, რომ გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომლებზეც "ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე".
"საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ამაზე შევჯერდით დღეს უმარავლესობის სხდომაზე",– თქვა კობახიძემ.
მან ახსენა დეოლიგარქიზაციის პროექტი, რომელსაც, მისი თქმით, საბოლოო სახე ევროკომისიათან დამატებითი კონსულტყაციების შემდეგ მიეცემა. ამასთან, მისი თქმით, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბგოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება.
"პარალამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა",– თქვა კობახიძემ.


