Accentnews.ge
პრემიერი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერთან, განვიხილეთ 12 ევრორეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

პრემიერი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერთან, განვიხილეთ 12 ევრორეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

19/09/2023 04:07:02 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს 12-ვე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

„გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან, სადაც განვიხილეთ 12-ვე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

საუბრისას მადლობა გადავუხადე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსადმი გერმანიის მიერ გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისადმი გამოთქმული მზაობისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S