Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი

19/09/2023 04:20:18 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს გლობალური პარტნიორობის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იდეის ერთგულია საქართველო.

შეხვედრაზე განვიხილეთ გლობალური პარტნიორობის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები. ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვა მეტად პროგრესული და მდგრადი სამყაროს შესახებ“, – აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მეთაური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S