Accentnews.ge
კალაძე ფარცხალაძესთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ითხოვს

კალაძე ფარცხალაძესთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ითხოვს

19/09/2023 09:18:11 პოლიტიკა

როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია მსგავს საკითხებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა ვინაა, ასეთი სანქციებით დაასანქცირეს. გვახსოვს, მოსამართლეების შემთხვევა, რომლებსაც ვიზებთან დაკავშირებით შეზღუდვა დაუწესეს. მაშინაც და ახლაც ჩვენი თხოვნა იყო, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ყოფილიყო წარმოდგენილი, თუნდაც საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ, როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მინიმუმ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მსგავსს საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც, უწყების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S