აზერბაიჯანი სომხეთისა და არაღიარებული ყარაბაღის პოზიციებს ბომბავს (VIDEO)

19-09-2023 14:18:57 კავკასია

აზერბაიჯანი ყარაბაღში დაწყებული სამხედრო ოპერაციის მიზნად "საკონსტიტუციო წესრგის აღდგენას" ასახელებს. ვრცელდება ცნობები სომხეთისა და ყარაბაღის არმიების ობიექტების დაბომბვის შესახებ.

ბაქომ სომხეთი და ყარაბაღი ტერაქტების ორგანიზებაში დაადანაშაულა, - იუწყება აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო "აზერტაჯი".

საბაბად იქცა 19 სექტემბერს ჭურვზე აზერბაიჯანის საავტომობილო გზებისა და სამხედრო ტრანსპორტის სახელმწიფო სააგენტოს კუთვნილი ავტომანქანის აფეთქება, რის შედეგადაც, ბაქოს მტკიცებით, რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა.

არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის ახლადგადამდგარი მთავრობის თავმჯდომარე რუბენ ვარდანიანი თავის ბლოგში წერს, რომ "რეგიონი მასირებულ საარტილერიო ცეცხლქვეშაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები