19-09-2023 16:49:09 კავკასია
სახიფათო ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, ლაჩინის გზაზე და სხვა მიმართულებებით შეიქმნა ჰუმანიტარული დერეფნები და მიმღები პუნქტები“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ის აზერბაიჯანს გასული წლიდან ჰქონდა ბლოკირებული.
„ქალები, ბავშვები, მოხუცები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ავადმყოფები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით, სასმელი წყლით და საკვებით“, - აცხადებენ ბაქოში და დასძენს, რომ „ადმინისტრაციული სტრუქტურების, სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო, რელიგიური და სხვა დაწესებულებების დაცვა და უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი , როგორც ამას აზერბაიჯანის კანონმდებლობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები ითვალისწინებს".
დღეს დილით ბაქომ ჯერ მთიანი ყარაბაღის არმია დაადანაშაულა დივერსიულ მოქმედებებში, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, 6 აზერბაიჯანელი დაიღუპა, შემდეგ კი ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყება გამოაცხადა.
სტეფანაკერტიდან იუწყებიან დაბომბვის შესახებ.
სომხეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან და ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამშვიდობოებისგან რეაგირებას მოითხოვს.