19-09-2023 16:43:03 კავკასია
აზერბაიჯანის მიერ დღეს მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბაქო ყარაბაღში სომეხთა გენოციდის მცდელობაში დაადანაშაულა.
«აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის პრაქტიკულად მთელს ტერიტორიას გაუხსნეს ცეცხლი, გარკვეული დროის შემდეგ კი წამოიწყეს შეხების ხაზის გარღვევისა და როგორც საკონტროლო, ისე, ზოგიერთი ინფორმაციით, დასახლებული პუნქტების დაკავების მცდელობები. აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ყარაბაღის სომხების გენოციდის მიზნით. სომხეთს მთიან ყარაბაღში ეთნოწმენდის მანდატი არავისთვის მიუცია. ზოგიერთი როგორც შიდა, ისე გარე ძალები სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობენ. კიდე ერთხელ ვადასტურებ: მთიან ყარაბაღში სომხეთს შეიარაღებული ძალები არ ჰყავს. ასე, რომ მათ არაფერი გამოუვათ. რაოდენ ძნელც არ უნდა იყოს, კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, არ უნდა მივცეთ ზოგიერთ ძალებს შესაძლებლობა, დარტყმის ქვეშ დააყენონ სომხეთის სახელმწიფო" - განაცხადა ფაშინიანმა.