სომხეთის პრემიერსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

19-09-2023 19:31:16 მსოფლიო

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, „ფაშინიანმა და ბლინკენმა განიხილეს აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება“.

მისი ცნობით, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა დეესკალაციისთვის.

ცნობისთვის: აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები