მედია: სომხეთის მთავრობის შენობასთან მომიტინგეთა წინააღმდეგ პოლიციამ სპეციალური ზომები გამოიყენა, არიან დაშავებულები

19-09-2023 22:28:08 მსოფლიო

სომხეთის მთავრობის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ სპეციალურ ზომებს მიმართა, – იუწყება სომხური მედია.

მისი ცნობით, არიან დაშავებულები.

მთავრობის შენობის წინ ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.

დემონსტრანტები პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახურის ცნობით, აქციას შეუერთდა ოპოზიციური პარტია, რომელიც მოითხოვს, რომ ერევანმა უარი თქვას ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე.

ცნობისთვის: აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები