Accentnews.ge
თორნიკე ქიმაძეს UFC-ს ვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა

თორნიკე ქიმაძეს UFC-ს ვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა

06/12/2019 11:46:00 სხვა, საზოგადოება

ქართველ მსოფლიო ჩემპიონს გოჯუ-რიუ კარატეში თორნიკე ქიმაძეს UFC-ს ვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა. ქართველი სპორტსმენი გეგმავს, შანსი ხელიდან არ გაუშვას, გაიზიაროს მათი გამოცდილება და საკუთარი ქვეყანა ახალი წარმატებებით ასახელოს.  


"ალექსანდერ გუსტავსონი ერთერთი უძლიერესი მებრძოლია UFC -ს ისტორიაში. შესანავი ადამიანი, ძალიან მეგობრული და უმაღლესი დონის მებრძოლი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანთან ერთად ერთ დარბაზში ვარჯიშის შესაძლებლობა მაქვს. მომეცა შესაძლებლობა, პირადად გავიზიარო მისი ცოდნა და გამოცდილება. ვიცი, რომ ბევრ ძლიერ მებრძოლს არ აქვს ამის შესაძლებლობა, მოხვდეს ასეთ მაგარ ჯიმში და ივარჯიშოს ასეთ ვარსკვლავებთან, ამიტომ ვეცდები ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენო. ამ ყველაფრისთვის  მადლობა ჩემს სენსეის (მწვრთნელს) - ლევან როგავას და მთელი გოჯუ-რიუს გუნდს.  ვგრძნობ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და მივაღწევ იმ შედეგებს და  მიზანს რომელიც ჩემს გუნდთან ერთად დავისახე!  იმედი მაქვს მალე ვასახელებ ჩემს ქვეყანას უფრო მაღალ სარბიელზე",– აცხადებს ქართველი მებრძოლი. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S