Accentnews.ge
"ლელო": ეროვნული ბანკი საქართველოს საბანკო სისტემას საფრთხის ქვეშ აყენებს

"ლელო": ეროვნული ბანკი საქართველოს საბანკო სისტემას საფრთხის ქვეშ აყენებს

19/09/2023 20:03:03 პოლიტიკა

სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის სრულად მიტაცებული, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელო” ავრცელებს, რითაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება ვერავინ გაბედავდა ეროვნული ბანკის მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას".

„საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად, სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას და ყველა მოქალაქეს ვინც ამ სისტემით სარგებლობს, ეს ნაბიჯი არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასი. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავას და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს კიდევ ერთი მაგალითია ამ ხელისუფლების არაადეკვატურობის და ანტიეროვნულობის. ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ამავე თემაზე: სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S