Accentnews.ge
პარლამენტში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის ხელჩართული ჩხუბია

პარლამენტში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის ხელჩართული ჩხუბია

20/09/2023 09:33:41 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან, ფოიეში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. ერთამენთში ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩხუბობენ.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და უთხრეს, რომ "რუსეთის ჯაშუშია", რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.

მანდატურებმა სცადეს, სიტუაცია განემუხტათ, თუმცა დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.

პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S