Accentnews.ge
ბაქო მზადაა, ყარაბაღში საბრძოლო ოპერაცია შეწყვიტოს

ბაქო მზადაა, ყარაბაღში საბრძოლო ოპერაცია შეწყვიტოს

20/09/2023 10:07:44 კავკასია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ყარაბაღში "ანტიტერორიტული ღონისძიებების" შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაა მიღწეული.

"ყარაბაღელი სომხების მომართვის გათვალისწინებით, რომელიც რუსული სამშვიდობო კონტინგენტის შუამავლობით გადმოგვეცა, მიღწეულია შეთანხმება, 20 სექტემბრის 13:00 სთ-დან ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, ბაქო ოპერაციის შეწყვეტის შემდეგ პირობებს ასახელებს:

  • " აზერბაიჯანის რესპუბიკის ყარაბაღის რაიონში სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და უკანონო სომხურმა ფორმირებებმა იარაღი უნდა დაყარონ, საბრძოლო პოზიციები დატოვონ და სრულად განიარაღდნენ;
  • სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორია დატოვონ;
  • უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებები დაიშალონ;
  • პარალელურად მთელი შეიარაღება და მძიმე ტექნიკა ჩააბარონ".

"ხსენებული პირობების რეალიზება უნდა განხორციელდეს რუსულ სამშვიდობო კონტინგენტთან კოორდინაციით" - ნათქვმია უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S