Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ

ირაკლი კობახიძე: როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ

20/09/2023 10:51:20 პოლიტიკა

მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის თანაგუნდელებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ისინი არიან ჯაშუშები, აგენტები, დავალების შემსრულებლები. ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე იყო. ხომ ყველამ იცით, რომ ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე, სისხლიანი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც სასამართლო სისტემას ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის იყენებდა. რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. რა თქმა უნდა, სამწუხაროა! მე როგორც ვიცი გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ. ასეთი პროცესები წავიდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისთვის. რთულია, ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ჩხუბი და დაპირისპირება იყო. ოპოზიციის პროტესტი უკავშირდება აშშ-ის მიერ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გარშემო პროცესებს. დეპუტატები მოითხოვენ დღეს პარლამენტში დებატები ფარცხალაძის შესახებ გამართულიყო, თუმცა სხდომა არსებული წესრიგით წარიმართა - კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენით.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა ტრიბუნასთან, სადაც წულუკიანი სიტყვით გამოდის, გაშალეს ბანერი უკრაინელი მებრძოლის ცნობილი ფრაზით რუსული ხომალდის შესახებ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომელიც დერეფანში ჟურნალსიტებს კომენტარს აძლევდა, ანა წითლიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ „რუსი“ უწოდა. კობახიძემ წითლიძეს - აგენტი.

სიტყვიერი დაპირისპირება იყო მიხეილ ყაველაშვილს, მამუკა მდინარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის.

დარბაზიდან გააძევეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. პარლამენტის ფოიეში ფიზიკურად იჩხუბეს დეპუტატებმა ირაკლი ზარქუამ, ვიქტორ სანიკიძემ ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძესთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S