Accentnews.ge
კობახიძე: შეიძლება ,სექსისტურია, მაგრამ ქალთან არ არის ჩემგან სწორი, შევიდე პოლემიკაში

კობახიძე: შეიძლება ,სექსისტურია, მაგრამ ქალთან არ არის ჩემგან სწორი, შევიდე პოლემიკაში

20/09/2023 11:04:14 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქალებთან არ შედის პოლემიკაში და თავადვე არ გამორიცხავს, რომ მისი დამოკიდებულება სექსისტური იყოს.

„შეიძლება, სექსისტურია, მაგრამ ქალთან არ არის ჩემგან სწორი, შევიდე პოლემიკაში და არც შევდივარ მასთან დაპირისპირებაში. ამით სარგებლობენ ე.წ. კაცები ოპოზიციაში - იფარებენ ქალებს ასეთი პროვოკაციების შესასრულებლად. ვერ მოდიან კაცები, მოჰყავთ ქალები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, როდესაც მასთან ოპოზიციონერი დეპუტატი ანა წითლიძე მივიდა და „რუსი“ უწოდა.

დღეს პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ოპოზიციის პროტესტი უკავშირდება აშშ-ის მიერ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გარშემო პროცესებს. დეპუტატები მოითხოვენ დღეს პარლამენტში დებატები ფარცხალაძის შესახებ გამართულიყო, თუმცა სხდომა არსებული წესრიგით წარიმართა - კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენით. 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S