გიული ალასანია: ჩემი შვილი იმედიანადაა, საბრძოლო განწყობა აქვს
20/09/2023 11:12:11 პოლიტიკა
"ჩემი შვილი იმედიანადაა", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, საბრძოლო განწყობა აქვს".
"გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვება. ალბათ, ასეც იქნება", –დასძინა მან.
კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით ხომ არ შეხვედრია, ან ხომ არ შეხვდება, ალასანია ასე პასუხობს:
„აბა რა გითხრათ. შეწყალებაზე არ აქვს აზრი. მე ასე ვფიქრობ“.
კითხვაზე, სარგებლობდა თუ არა სააკაშვილი ჩარტერული რეისებით, ალასანიამ განაცხადა, რომ - „არა“.


