Accentnews.ge
წულუკიანმა კონსერვატორიაში რეფორმა დააანონსა: "როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ ის უნდა შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ"

წულუკიანმა კონსერვატორიაში რეფორმა დააანონსა: "როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ ის უნდა შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ"

20/09/2023 11:14:55 პოლიტიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს. ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინელად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არასდროს არაფერი არ ეკითხება (ვციტირებ)“,- განაცხადა წულუკიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S