
კრემლმა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებას მხარი დაუჭირა
20/09/2023 11:51:12 კავკასია
კრემლმა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებას მხარი დაუჭირა, - იუწყება რუსული მედია.
როგორც ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ერევნის მიერ მოსკოვის მიმართ გამოთქმული ბრალდება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე "აბსოლუტურად უსაფუძვლოა".
"დე-იურე საუბარია აზერბაიჯანის არმიის მოქმედებაზე საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ყარაბაღის საკითხში კრემლისთვის ამოსავალი 2021-2022 წ.წ. სამმხრივი (სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი) შეთანხმებებია. მეორე უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ამჟამად არის სომხეთის პრემიერის განცხადება, როცა მან აზერბაიჯანის 1991 წლის საზღვრები აღიარა. ეს ნიშნავს, რომ სომხური მხარე ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად აღიარებს" - განაცხადა პესკოვმა აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ჩატარებული ერთდრიანი "ანტიტერორისტული ღონისძიებების" კომენტირებისას, რომელთაც ყარაბაღის კაპიტულაცია მოჰყვა.