
"თუ უკრაინას რუსული აგრესიისგან ვერ დავიცავთ, ეს ევროპის პრობლემაც იქნება"
06/12/2019 13:34:24 სხვა, მსოფლიო
ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვას, მასაც პრობლემები შეექმნება.
„თუ ჩვენ ვერ შევძლებთ დავიცვათ უკრაინა რუსული აგრესიისგან, ეს მხოლოდ უკრაინის კი არა მთლიანად ევროპის პრობლემა იქნება. ჩემი მოლოდინი იყო, რომ ემანუელ მაკრონიც ამ მიმართულებით ძალიან თანმიმდევრული იქნებოდა“,-განაცხადა, „გარდიანის“ ცნობით, ტუსკმა.
მან თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ ინტერვიუში „ბრექსითზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს „ყველაზე სევდიანი და მტკივნეული გამოცდილებაა“, რაც ევროპულ საბჭოში მუშაობის დროს ჰქონდა.
დონალდ ტუსკმა ემანუელ მაკრონი ნატო-ს შესახებ განცხადებების გამოც გააკრიტიკა. მისი თქმით, „თუ ჩვენ გვსურს მაკრონს მოვეპყრათ ისე, როგორც მომავალში მთლიანი ევროპის ლიდერს, მაშინ მან უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის მიმართ“.