
კადიროვი ირწმუნება, რომ ჯანმრთელადაა
20/09/2023 20:34:33 კავკასია
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ გავრცელებული ცნობების ფონზე, ტელეგრამ–არხზე კადიროვის სახელით გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ის ირწმუნება, რომ თავად ჯანმრთელადაა, ავადობს მიძამისი მაგომედ კადიროვი, რომელიც ამჟამად მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს თავად კადიროვი, ასევე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ჩეჩნეთიდან ადამ დელიმხანოვი:
”მეგობრებო, ამ დღეებში ჩვენი ოჯახი ძალიან წუხდა ჩვენი ძვირფას ბიძის მაგომედ აბდულხამიდოვიჩ კადიროვის გამო. დიდება ყოვლისშემძლეს, ის უკვე გამოჯანმრთელებულია. მოსკოვში სამუშაო ვიზიტისას, პირველივე შესაძლებლობისთანავე ვესტუმრე ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს, სადაც ის კარგ ხასიათზე დამხვდა. [...] ასევე კომენტარს გავაკეთებ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე. ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ და საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა იყოს აურზაური თუნდაც ჩემი ავადმყოფობის შემთხვევაში?“.
ცნობები იმის შესახებ, რომ კადიროვს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ბოლო პერიოდში გამწვავდა, რაც დააფიქსირეს, რომ ერთი თვის განამვლობაში მინიმუმ სამჯერ გაფრინდა კადიროვის თვითმფრინავი მოსკოვში, ამასთან, ცენტრალურ საავადმყოფოსთან ჩეჩნეთის სამთავრობო მანქანების ინტენსიური მიმოსვლა შეამჩნიეს. გარდა ამისა, კითხვები წარმოშვა კადიროვის ვიზუალურმა მხარემაც. კრემლმა უარი თქვა ცნოებბის კომენტირებაზე. ჟურნალისტ ალექსეი ვენედიქტოვის ინფორმაციით, კადიროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს "თირკმლის მწვავე უკმარისობის" გამო და იქ გადოდა სამედიცინო პროცედურებს.