Accentnews.ge
ალიევი: აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას

ალიევი: აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას

21/09/2023 07:00:11 კავკასია

აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„ჩვენ [აზერბაიჯანი] ვაღიარებთ მათ [სომხეთის] ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ეს განვაცხადეთ. ჩვენ ვაღიარებთ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ერევანი ადრე ძალიან შემაშფოთებლად თვლიდა იმას, რომ ბაქო საჯაროდ არ ცნობდა სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვსმენია საჯარო განცხადებები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისგან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ, მაშინ როცა დახურულ შეხვედრებზე გვესმის ასეთი სიტყვები. და ეს ძალიან გვაწუხებს და შეიძლება მიუთითებდეს, რომ აზერბაიჯანს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დაახლოებით ერთი თვის წინ.

პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუ ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს აზერბაიჯანი. ეს გულისხმობდა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად ცნობასაც. ამ გადაწყვეტილებით ერევანი ესწრაფვოდა სამხედრო რისკის მოხსნას უშუალოდ მის ტერიტორიებზე – აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში. ცნობილია, რომ ბაქოს საკუთარ ავტონომიურ ექსკლავთან –ნახჭევანთან სახმელეთო გზით დაკავშირება სურს, გზა კი სომხურ რეგიონ სიუნიქზე გადის. სასაზღვრო ზონაში არაერთგზის დაფიქსირდა შეიარაღებული ინციდენტები, სომხეთი საუბრობდა მის ტერიტორიაზე შეჭრაზეც.

„შემიძლია, ვთქვა, რომ გუშინ, დღეს სომხეთმა მოულოდნელად გამოიჩინა პოლიტიკური კომპეტენცია და ჩვენ ვაფასებთ ამას. ჩვენ ამას მივიჩნევთ მნიშვნელოვან ფაქტორად და ვფიქრობ, გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები ასევე დადებითად აისახება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესზე“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „შორს არ არის ის დღე, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი მოაგვარებენ მათ შორის არსებულ საკითხებს, ხელს მოაწერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დაიწყებენ მუშაობას სამმხრივ ფორმატში სამომავლო თანამშრომლობაზე“.

ოფიციალურმა ერევანმა გამოაცხადა მთიანი ყარაბაღში დაწყებულ სამხედრო ოპერაციებში ჩაურევლობის შესახებ მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს ბაქომ "ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S