Accentnews.ge
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: თუ ვინმე კონსტიტუციას არღვევს, ეს არის უმრავლესობა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: თუ ვინმე კონსტიტუციას არღვევს, ეს არის უმრავლესობა

21/09/2023 07:23:21 პოლიტიკა

პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს, ეს არის უმრავლესობა, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას მისამართით განაცხადა.

მანამდე, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ "ადგილი აქვს საბანკო სისტემაში საბოტაჟის მცდელობას და პრეზიდენტი კონსტიტუციას არ სცემს პატივს".

„პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს ეს არის უმრავლესობა, როდესაც ეროვნული ბანკის საქმიანობაში პირდაპირ თუ ირიბად ერევა. 68-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი“, - აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S