
ერევანში სნუპ დოგის კონცერტი გადაიდო
21/09/2023 08:45:01 კავკასია
ცნობილი ამერიკელი რეპერის სნუპ დოგის კონცერტი, რომელიც 23 სექტემბერს ერევანში იყო დაგეგმილი, გადაიდო.
კონცერტის ორგანიზატორმა კომპანია Doping Space-მა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობამ მათ აცნობა კონცერტის გადადების თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ.
კომპანიამ მკაცრად დაგმო „აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს ჩადენილი ფართომასშტაბიანი აგრესია და დანაშაული“.
"სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიამ ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც კონცერტზე დასწრებას აპირებდა და განაცხადა, რომ კონცერტის ახალი თარიღების შესახებ ინფორმაციას მალე გაავრცელებს.